თავში

ვერ ვხვდები, ვის რაზე უნდა შევურიგდე - წულუკიანი

ვერ ვხვდები, ვის რაზე უნდა შევურიგდე - წულუკიანი
ვერ ვხვდები, ვის რაზე უნდა შევურიგდე - წულუკიანი

თუკი მათი სურვილი იქნება, ჩვენი მხრიდან ამ დიალოგს არავითარი რისკი არ შეექმნება - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია, თუმცა პლებისციტს ემხრობა.

"ეს არის მათ მიერ შექმნილი გარკვეული ხელოვნური დაძაბულობა, თუ გნებავთ კრიზისი დაარქვით, რომელსაც რა თქმა უნდა, განმუხტვა სჭირდება, ამაზე ვერ ვიდავებთ. ამ განმუხტვის პროცესში მნიშვნელოვანია, ყველა სიტყვას ჰქონდეს თავისი სწორი მნიშვნელობა. მე მაგალითად, ვერ ვხვდები, ვის უნდა შევურიგდე და რაზე უნდა შევურიგდე, მაგრამ ის, რომ დიალოგი უნდა შედგეს, ამას მეც ვიზიარებ და ეს დიალოგის კარი „ქართულმა ოცნებამ“ რომ გააღო ფართოდ, კვლავ ღიაა, შესაბამისად, მე არ მგონია, რომ თუკი მათი სურვილი იქნება, ჩვენი მხრიდან ამ დიალოგს არავითარი რისკი არ შეექმნება. პლებისციტს ვემხრობი, რიგგარეშე არჩევნები მგონია რომ წითელი ხაზია და არ უნდა ჩატარდეს," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system