თავში

ვერ ვხვდებოდი ეს ბიძინას ინტერესებში როგორ ჯდებოდა - ჩერგოლეიშვილი

ვერ ვხვდებოდი ეს ბიძინას ინტერესებში როგორ ჯდებოდა - ჩერგოლეიშვილი
ვერ ვხვდებოდი ეს ბიძინას ინტერესებში როგორ ჯდებოდა - ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი და რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ტვ პირველთან" დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

"სხვა საფეხურის, მაგრამ ამ მასშტაბის ირაციონალურ სიგიჟედ მიმაჩნდა ენმ-ის შტურმი და მელიას დაკავება.

ვერ ვხვდებოდი ეს ბიძინას ინტერესებში როგორ, რა ფორმით ჯდებოდა. 

ზუსტად ასევე ვერ ვხვდები რა რაციონალურ ამოცანას ისახავდა სრული სიგიჟე - მოსამართლის ხელით ამ საოცარი კანონდარღვევის ჩადენა და ხელისუფლებისთვის ტელევიზიის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე მწვანე შუქის ანთება! 

ერთადერთი ახსნა ისაა, რომ ეს კაცი არა გონებით, არამედ ბრაზით მოქმედებს იქამდე, სადამდეც გასდის. ახლაც, ძალით თუ არ შევა, მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარვე არ გაუვიდა" - წერს ჩერგოლეიშვილი. 

ცნობისთვის, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.

თუმცა პროკურატურამ არა აუდიო ჩანაწერები, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი მოითხოვა, რომელიც, ტელეკომპანიის ვერსიით, ჟურნალისტებს მიაწოდეს.

ტელეარხის გენერალური პროდიუსერი და წამყვანი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პროკურატურის მიზანია არა ფაქტების მოკვლევა, არამედ წყაროზე გასვლა. მელაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტები წყაროს ვინაობას არ გაამხელენ.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system