თავში

ვერავინ ამიკრძალავს მუშაობას - ირაკლი ღარიბაშვილი

ვერავინ ამიკრძალავს მუშაობას - ირაკლი ღარიბაშვილი
ვერავინ ამიკრძალავს მუშაობას - ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რატომ გადაეცათ ბინები სამხედროებს არჩევნებამდე 1 თვით ადრე.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პირდაპირი მოვალეობა და ვალია ემსახუროს მოქალაქეებს.

„მე ვარ მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი. მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ვალი, რომ ვემსახურო ჩვენს მოქალაქეებს.

დაემთხვა ასე, დღეს დასრულდა. იმის გამო, რომ ვიღაც მავნებელი ცდილობს ჩვენს დაკომპლექსებას, მე, რა თქმა უნდა, არ დავექვემდებარები ამ კონიუნქტურას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system