თავში

"ვეტოს გამოყენება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი" - ლონდა თოლორაია

"ვეტოს გამოყენება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი" - ლონდა თოლორაია
ვეტოს გამოყენება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი - ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონზე ვეტოს დადება მნიშვნელოვანი მესიჯი იქნებოდა.

"ამ სამსახურისთვის და ზოგადად, ადამიანის უფლებების სფეროსთვის ვეტოს გამოყენება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით უფრო მეტად ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს აქტი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა თოლორაიამ "ფორმულას" ეთერში. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system