თავში

ვფიქრობ, შეთანხმებას შევძლებთ - არჩილ თალაკვაძე

ვფიქრობ, შეთანხმებას შევძლებთ - არჩილ თალაკვაძე
ვფიქრობ, შეთანხმებას შევძლებთ - არჩილ თალაკვაძე

თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული, ჩვენი მხრიდან სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები გადაიდგა ამ დღეებში, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

,,ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოზიციების დაახლოება შესაძლებელია. 

,,გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შეხვედრა, პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება, შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან, კონსტრუქციული მიდგომებით, ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system