თავში

"ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მინისტრმა ამიტომ მიიღო" - თამარ გაბუნია

"ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მინისტრმა ამიტომ მიიღო" - თამარ გაბუნია
ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მინისტრმა ამიტომ მიიღო - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, პარტიული საქმიანობის მხრივ ეკატერინე ტიკარაძეს ექნება ბევრი შესაძლებლობა, რომ ჯანდაცვასა თუ სოციალურ სფეროში დაწყებული რეფორმები განავრცოს. 

"მიზეზებთან დაკავშირებით, გუშინ ქალბატონმა მინისტრმა თავად არ ისაუბრა. მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმისთვის, რომ მის პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პოლიტიკა არის ძალიან კომპლექსური სფერო, რომელიც ითვალისწინებს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე მთელ რიგ პოლიტიკურ მხარდაჭერას, ამდენად მე ვფიქრობ, რომ პარტიის არენიდან ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძისთვის არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ მოახერხოს რეფორმების განვრცობა," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system