თავში

ვფიქრობ, ყველანი ცოტათი დაბნეულები ვართ - დეგნანი

ვფიქრობ, ყველანი ცოტათი დაბნეულები ვართ - დეგნანი
ვფიქრობ, ყველანი ცოტათი დაბნეულები ვართ - დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საარჩევნო ცვლილების კანონპროექტს ეხმაურება და მბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საარჩევნო კანონპროექტის ცვლილებას დადებით კურსს აძლევს.

"19 აპრილის შეთანხმება იძლევა კარგ კურსს საარჩევნო რეფორმისთვის. ამაზე მოლაპარაკება პოლიტიკურ ლიდერებს შორის ექვს თვეზე მეტ ხანს მიდიოდა, ჩვენ კმაყოფილი ვიყავით იმის დანახვით, რომ საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფი ადრინდელზე უფრო ინკლუზიური იყო. მათ სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა მონაწილეებს, ოპოზიციის ჩათვლით, პრობლემების განხილვის, საარჩევნო რეფორმის კანონში წვლილის შეტანისა და ყველას ინტერესებისა და წუხილების ასახვის საშუალება მისცეს". – ამბობს კელი დეგნანი.

აშშ-ს ელჩი ასევე ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული და მიღებული იქნება. მისივე თქმით, დამაბნეველია ის ფაქტი, რომ კანონპროექტი დღის წესრიგში ღამის 22:00 საათზე დადგა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ქონა. ხაზგასასმელია, რომ 19 აპრილის შეთანხმების დეტალებში ასევე ასახულია ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციები და ODHIR-ის რეკომენდაციები, რომლებიც არ იყო მიღებული. კარგი იქნებოდა ყველა გამორჩეული და ახალი რეკომენდაცია გათვალისწინებული ყოფილიყო და არა მხოლოდ რამდენიმე მათგანი. ეს არის საუკეთესო გზა იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს საარჩევნო რეფორმის კანონი მართლაც სრულყოფილია და პასუხს სცემს იმ ბევრ ნაკლს, რამაც წინა არჩევნებზე კითხვები გააჩინა.

ვფიქრობ, ყველა ცოტათი დაბნეულები ვართ იმის გამო, თუ რატომ დადგა საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი დღის წესრიგში გასული ღამის 10 საათზე, მაგრამ ეს კარგი დასაწყისია და მესმის, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა კარგი განხილვა, რომელიც იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება და შედგება კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციას, მმართველ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებას, სხვა მხარეებსა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ქართველ ამომრჩევლებს დაანახებს, რომ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებას შეძლებს". – დაამატა კელი დეგნანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system