თავში

ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას - სახელმწიფო დეპარტამენტი

ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას - სახელმწიფო დეპარტამენტი
ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას - სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აშშ-ის მთავრობის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

მილოცვის წერილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. 

„აშშ-ის მთავრობის სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რაც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. მომავალ წლებში ჩვენ მზად ვართ, დავუჭიროთ მხარი საქართველოს დემოკრატიული პროცესების განმტკიცებაში, როდესაც საქართველო ქმნის უფრო დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას და სრულფასოვან, ფუნქციონალურ პარლამენტს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატალანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას, ისევე როგორც მათ ძალისხმევას, წინ წაწიონ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება Covid-ის პანდემიის შემდეგ აღდგენის პროცესში. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის სულისკვეთებით, გისურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებაში, ვაფასებთ საქართველოს წვლილს NATO-ს ავღანეთის მისიაში. პატივს მივაგებთ ქართველებს რომლებმაც თავი გაწირეს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას“, – ნათქვამია წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system