თავში

ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს - მორტონი

ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს - მორტონი
ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს - მორტონი

ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ კონტროლს და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებას იმ ქვეყნებში, რომელთაც ის საფრთხედ აღიქვამს, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა უენდი მორტონმა განაცხადა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მორტონი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია.

,,დღეს ვიმყოფები აქ, ადმინისტრაციულ ე.წ სასაზღვრო ხაზზე, რომელიც 2008 წლიდან ყოფს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონისგან, იმისათვის, რომ ჩემი თვალით მენახა ის რეალობა, თუ რას წარმოადგენს აქ აღმართული მავთულხლართები და რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ამ 12 წლიან კონფლიქტს ძალიან დიდი ადამიანური საზღაური მოჰყვა. ამან გამოიწვია ოჯახების დაყოფა. ადამიანებს მოუწიათ რუსეთის თვითნებური მმართველობის ქვეშ გაღვიძება, თავის მიწებსა და სალოცავებთან წვდომის გარეშე.

გაერთიანებული სამეფო კვლავ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტეროტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეფექტურ კონტროლს და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებს იმ ქვეყნებში, რომელთაც ის საფრთხედ აღიქვამს", - განაცხადა მორტონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system