თავში

ვიხილეთ შეშინებული ღლაპის სიტყვებით გამოხატული დიარეა - უგულავა

ვიხილეთ შეშინებული ღლაპის სიტყვებით გამოხატული დიარეა - უგულავა
ვიხილეთ შეშინებული ღლაპის სიტყვებით გამოხატული დიარეა - უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

უგულავას თქმით, კობახიძის ეს განცხადება იყო სამარცხვინო, ხოლო სიტყვა საბოტაჟი, რომლითაც ის გამოირჩეოდა, აახლოვებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელორუსთან და პუტინის რუსეთთან. 

უგულავმ აღნიშნა, რომ პარტიული დაფინანსება მეტი დემოკრატიულობისა და პარტიების მრავალფეროვნებისათვის არსებობს, ხოლო მისი გაუქმება არათუ შეცვლის ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არამედ კიდევ უფრო კონსოლიდირებულს გახდის მას. 

"ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა, სიტყვებში გამოხატული დიარეა, სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი, ერთადერთი სიტყვა გამოირჩეოდა, ეს იყო საბოტაჟი და ეს სიტყვა, სწორედ რომ გამოარჩევს და ამსგავსებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, პუტინის რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელორუსთან და ა.შ. ჩამონათვალი არც თუ ისე სახარბიელოა და ღირსეული იქ, სადაც დაიკავებს ივანიშვილის რეჟიმი ადგილს. შინაარს რაც შეეხება, არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვებისათვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვნას, უკვე დე-ფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე, პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმიასა, რომ მათ ასევე ენმ-ის გაუქმება დააანოსნსეს, პარტიები უფრო კონსოლიდირდებიან ამ ბრძოლაში და ფაქტი არის ერთი, რომ ბოიკოტი შედგა და ივანიშვილის ტკივა თავის გაყალბება, ივანისვილის წუხს თავის გაყალბებაზე, ივანიშვილი ბორგავს თავისი გაყალბებული გამო, ივანიშვილი შფოთავს და ასეთ ბოდვით სავსე ბრიფინგეს ატარებინებს თავის შიკრიკს და მონას. ამრიგად, ამით არაფერი არ იცვლება, ჩვენი გეგმა უცვლელია და რაც უფრო მეტი ასეთი განცხადება იქნება, მით უფრო კონსოლიდირებული იქნება ოპოზიცია," - განაცხადა უგულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system