თავში

ვიქნები თქვენი პატივის და ღისების დამცველი, მაგრამ მომთხოვნი - ვახტანგ გომელაური პოლიციელებს

ვიქნები თქვენი პატივის და ღისების დამცველი, მაგრამ მომთხოვნი - ვახტანგ გომელაური პოლიციელებს
ვიქნები თქვენი პატივის და ღისების დამცველი, მაგრამ მომთხოვნი - ვახტანგ გომელაური პოლიციელებს

„იყო პოლიციელი - მოითხოვს დიდ ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს, სამართლიანობას, სიმამაცეს, ოპერატიულობას" - ამის შესახებ პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც სიტყვით გამოსვლის ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ არის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციელებთან ერთად ემსახურება საქართველოს.

მან ხაზი გაუსვა ისეტ შემთხვევებს, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება, რასაც ყველაზე ხშირად პოლიციელები საკუთარ თავზე გრძნობენ. მან პოლიციელებს მიმართა და უთხრა, რომ ასეთ დროს იგი იქნება პოლიციელთა პატივისა და ღირსების დამცველი, თუმცა, ამავდროულად, მომთხოვნი და ობიექტური.

"ურთულესია, სახლიდან გასულმა არ იცოდე, შინ დაბრუნდები თუ არა, თუმცა ეს თქვენი გააზრებული არჩევანია და გისურვებთ, რომ ყველას ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის მუნდირი და რაც მთავარია, სამუშაო დღის შემდეგ საკუთარ ოჯახებს მშვიდობით დაბრუნებოდეთ.

ყოველდღიურად იბრძოლო კანონის აღსრულებისთვის, ადამიანების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად - დიდ სიმამაცეს მოითხოვს, თუმცა, ემსახურო შენი ქვეყნის მოქალაქეებს, პასუხისმგებლობასთან ერთად, გამორჩეული საზოგადოებრივი როლია.

ჩვენ, ისევე როგორც არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება და ამას ყველაზე ხშირად პოლიციელები საკუთარ თავზე გრძნობენ.

მე, როგორც თქვენი ხელმძღვანელი, გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი, თუმცა, ამავდროულად, მომთხოვნი და ობიექტური.

დაბოლოს, მინდა გულწრფელად გითხრათ - ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ვარ ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვენთან ერთად ვემსახურები საქართველოს!“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system