თავში

ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - "ქართულ ოცნებაში" კონსულტაციები მიმდინარეობს

ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - "ქართულ ოცნებაში" კონსულტაციები მიმდინარეობს
ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - ქართულ ოცნებაში კონსულტაციები მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გაგა კახიანი, არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო თანამდებობებზე კონსულტაციები მიმდინარეობს. 

"ვერ გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ მე ვიქნები პირველი ვიცე-სპიკერი, თუმცა მიმდინარეობს გუნდში კონსულტაციები და ძალიან მალე გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას. ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე მსჯელობის საჭიროება გვქონოდა, მაგრამ "ქართული ოცნების" ზოგიერთმა წარმომადგენელმა მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს უმრავლესობის რიგები და ასევე დაკავებული თანამდებობები. ამიტომ, ჩვენ ბუნებრივია, უნდა ვიფიქროთ, ვინ იქნებიან მათი შემცვლელები. რეგლამენტის მიხედვით, ცხადია, გათვალისწინებულია გარკვეული ვადები. კომიტეტების თავმჯდომარეებთან მიმართებით ეს არის ერთ კვირიანი ვადა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ ან ფრაქციებმა უნდა დაასახელონ შესაბამისი კანდიდატები. ამიტომ, რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში დავასახელებთ კანდიდატებს. რადგან ასეთი რეალობის წინაშე დავდექით, გუნდში უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ამა თუ იმ კომიტეტეის თავმჯდომარის თანამდებობა. ძალიან მალე მათი ვინაობა გახდება ცნობილი" - განუცხადა კახიანმა ჟურნალისტებს.   

14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ. 15 ნოემბერს კი "ქართულ ოცნებას" ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრებიც გამოეთიშნენ. ესენი არიან ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია, და ნინო გოგუაძე. 

შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული ხმები კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system