თავში

ვინ ლიდერობს პოლიტიკოსების რეიტინგში - Edison Research-ის კვლევა

ვინ ლიდერობს პოლიტიკოსების რეიტინგში - Edison Research-ის კვლევა
ვინ ლიდერობს პოლიტიკოსების რეიტინგში - Edison Research-ის კვლევა

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის დადებითი დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ ასე გამოიყურება:

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - 57%;

თბილისის მერი კახა კალაძე -  50%;

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია - 47%;

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე -  43%;

"ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი - 38%;

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - 38%;

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე - 38.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას "დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system