თავში

ვინ რამდენ პროცენტს აიღებდა, ხვალ რომ არჩევნები იყოს - IPSOS-ის კვლევა

ვინ რამდენ პროცენტს აიღებდა, ხვალ რომ არჩევნები იყოს - IPSOS-ის კვლევა
ვინ რამდენ პროცენტს აიღებდა, ხვალ რომ არჩევნები იყოს - IPSOS-ის კვლევა

რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? - IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას მიერ ახლადშექმნილ პარტიას - "საქართველოსთვის".

სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია:

"გირჩი - მეტი თავისუფლება" - 5%

"ევროპული საქართველო" - 3%

"ლეიბორისტული პარტია" - 3%

"პატრიოტთა ალიანსი" - 3%

"ლელო საქართველოსთვის" - 2%

"სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%

"მოქალაქეები" - 2%

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 1%

"დროა" - 1%

"გირჩი" - 1%

"ერთობა, რაობა, იმედი - ერი" - 1%

სხვა - 2%

უარი პასუხზე - 11%

კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system