თავში

"ვინმემ ამიხსნას, რატომ უნდა იყოს სააკაშვილი გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში?" - რატი ბრეგაძე

"ვინმემ ამიხსნას, რატომ უნდა იყოს სააკაშვილი გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში?" - რატი ბრეგაძე
ვინმემ ამიხსნას, რატომ უნდა იყოს სააკაშვილი გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში? - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას უპასუხა. რატი ბრეგაძის თქმით, მოხარული იქნება, თუკი მსჯავრდებული სააკაშვილი, ევროპული სასამართლოს მოწოდების შესაბამისად, შეწყვეტს შიმშილობას, ოღონდ – ყოველგვარი დათქმების გარეშე:

"ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ის დათანხმდება... ოღონდ – ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია ვინმეს, ამიხსნას?", - განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძის განმარტებით, შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში მსჯავრდებული სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს.

"თუკი ადამიანი ასრულებს შიმშილობას, ეს ძალიან კარგია... ჩვენი სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არის აბსოლუტურად ერთიანი. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის გადაყვანილი იქნება უკან – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს", – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

ხოლო იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 42 დღეა შიმშილობს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს და პირობებს ასახელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system