თავში

"ვინც "კოკაინი" გაასინჯა, საკრებულოს სიაში ჰყავს" - კობახიძე ახალი დეტალებით

"ვინც "კოკაინი" გაასინჯა, საკრებულოს სიაში ჰყავს" - კობახიძე ახალი დეტალებით
ვინც კოკაინი გაასინჯა, საკრებულოს სიაში ჰყავს - კობახიძე ახალი დეტალებით

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალი, რომელმაც, მისი თქმით,  "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს გიორგი გახარიას "კოკაინი" გაასინჯა, საკრებულოს სიაშია.

"საკრებულოს სიაშია, თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა "ქართული ოცნების" წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 სექტემბერს ნარკოტესტი გაიკეთა და განაცხადა, რომ "ყველანაირად სუფთაა".

ნარკოტესტის გაკეთებისკენ კახა კალაძემ მის კონკურენტებს, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მერობის კანდიდატი გიორგი გახარია "დღესვე რომ წასულიყო ნარკოტესტის გასაკეთებლად" ამ თემაზე კითხვებს მოხსნიდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მას არ აქვს სამედიცინო შემოწმების პრობლემა და ეს ადრეც გაუკეთებია.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა, რის გამოც ის ნარკოტესტს ევროპაში, თმის ღერის მეშვეობით, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს.

გახარიას განცხადებით უპასუხა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ და აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

ამასთან, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გახარიას ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ბოლო პერიოდში გაუჩნდა.

კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელს"კოკაინშიკი" უწოდა.

კახა კალაძის თქმით კი, გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია.

17 სექტემბერს გიორგიგახარიამ ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ვენის წამყვან ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system