თავში

"ვინც ყველაზე მეტად ნერვიულობდა, პირველი ის გავარდა და გაიკეთა ტესტი" - დაუშვილი

"ვინც ყველაზე მეტად ნერვიულობდა, პირველი ის გავარდა და გაიკეთა ტესტი" - დაუშვილი
ვინც ყველაზე მეტად ნერვიულობდა, პირველი ის გავარდა და გაიკეთა ტესტი - დაუშვილი

"რაღაც ისტერიკა აქვს ატეხილი ამ თემაზე როგორც ჩანს "ოცნებას", რაც აბსოლუტურად გაუგებარია. მარტივი რაღაც ხდება დიდ სურათში - მე პირადად ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვინც ყველაზე მეტად ნერვიულობდა ამ საკითხზე, პირველი ის გავარდა და გაიკეთა ტესტი", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, გიორგი გახარიას მსგავსი ტესტი არაერთხელ ჩაუბარებია და მომავალშიც ჩააბარებს. 

მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ კახი კალაძე გიორგი გახარიასთან დებატებს გაურბის და ამ თემის გადაფარვას ცდილობს.

"ასეთი ტესტი გიორგი გახარიას არაერთხელ ჩაუბარებია, მათ შორის ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ჩააბარა, ახლაც ჩავაბარებთ და მომავალშიც ყოველთვის ჩავაბარებთ. რასაც რეალურად აკეთებს "ოცნება" მარტივი ამბავია - გიორგი გახარიამ პირისპირ დებატებში გამოიწვია ერთი მხრივ ბატონი კახა კალაძე, მეორე მხრივ ბატონი ნიკანორ მელია და ნაცვლად იმისა, ამ დებატებზე გვესაუბრებოდნენ, რაღაც ფეიქნიუსებს ქმნიან. რეალობა არის ასეთი - თუ ვინმეს რამე აქვს - ადგეს და გამოაქვეყნოს აბსოლუტურად არაფრის არ გვეშინია, ჩვენ მივყვებით ჩვენს საქმეს.

იმის ნაცვლად, რომ პირისპირ დებატებში მოდიოდნენ ბატონ გიორგი გახარიასთან, იმის ნაცვლად, რომ ვლაპარაკობდეთ შინაარსზე - იმაზე, თუ რა არის ქვეყნისთვის დღეს მნიშვნელოვანი - ქმნიან რაღაცა ისტერიკას, ეს არის და ეს, მეტი არაფერი",- აღნიშნა დაუშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ანალიზი ჩააბარა და განაცხადა, რომ ნარკოტიკზე "სუფთაა". 

ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მან კონკურენტებსაც მოუწოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system