თავში

ვიოლა ფონ კრამონი: მნიშვნელოვანია დავინახოთ საქართველო როგორც ცალკე მოთამაშე

ვიოლა ფონ კრამონი: მნიშვნელოვანია დავინახოთ საქართვ
ვიოლა ფონ კრამონი: მნიშვნელოვანია დავინახოთ საქართველო როგორც ცალკე მოთამაშე

მნიშვნელოვანია, რომ დავინახო საქართველო, როგორც სახელმწიფო და არა რაღაც ფიგურა ჭადრაკის დაფაზე - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ zoom-ის ფორმატში ორგანიზებულ დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციაზე განაცხადა.

"ჩემთვის პირადად და ასევე, როგორც ევროპარლამენტარისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დავინახო საქართველო, როგორც სახელმწიფო და არა რაღაც ფიგურა ჭადრაკის დაფაზე ამ გეოსტრატეგიულ სივრცეში. არასდროს დამავიწყდება, რომ როცა ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილედ დავიწყე მუშაობდა, მაშინ ვხედავდი, რომ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა საქართველოს და მთელ რეგიონს უყურებდა, როგორც რუსეთის ზეგავლენის სფეროს. ამაზე გვიწევდა ჩვენ მუშაობა, დაპირისპირება, ძალიან ფრთხილად ვაყალიბებდით მესიჯებს, რადგან სხვაგვარად, რუსეთი ამას ბოროტად გამოიყენებდა. მარტო საქართველოზე კი არა, არამედ, მთელ სამეზობლო სივრცეზე ვსაუბრობდით, სადაც საქართველო მდებარეობს. ამიტომ, ვწუხდი იმ სახელმწიფოს გამო, რომელიც ნამდვილად კარგია და უმნიშვნელოვანესია, საქართველოსთვის, საქართველოს ხალხის ინტერესისთვის, დავუჭიროთ მხარი ქვეყნის და მისი ხალხის ამბიციებს, და უფრო ნაკლებად, გეოპოლიტიკურ სტრატეგიებს. რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერი არ არის. ზოგჯერ მაქვს ხოლმე შეგრძნება, თითქოს ზედაპირულად ვლაპარაკობთ, როცა ვსაუბრობთ რეგიონზე და არა - კონკრეტულ, ძირეულ, საშინაო რეფორმებსა და საკითხებზე. უნდა დავინახოთ საქართველო, როგორც ცალკე მდგომი, მნიშვნელოვანი მოთამაშე რუსეთის წინააღმდეგ და თავისი წილი ინტერესის მქონე რეგიონში. ვხედავ ცვლილებას, ასეთი გარდატეხა ზოგადად, საერთაშორისო ჩართულობის საქართველოში, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც წარსულში იყო, მაგალითად, 10, 15 წლის წინ“, - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system