თავში

ვის დაუჭერს მხარს გიორგი გახარია არჩევნების მეორე ტურში

ვის დაუჭერს მხარს გიორგი გახარია არჩევნების მეორე ტურში
ვის დაუჭერს მხარს გიორგი გახარია არჩევნების მეორე ტურში

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ის არც "ქართული ოცნების" და არც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. 

პარტიის ლიდერის განცხადებით, "საქართველოსთვის" ამორმჩეველმა ორივე პოლიტიკურ ძალას უარი უთხრა.

"ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად თქვა, რომ ის წინააღმდეგია რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების. შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ ვეტყვით, ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭირონ მხარი. მიზეზი არის ძალიან მარტივი – თვითონ ფაქტი, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი, პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციას, იმ ორ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქმნის ერთმანეთთან ბრძოლის ილუზიას და ქვეყანას აბრუნებს წარსულში", – განაცხადა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისში,  კახა კალაძესა და ნიკა მელიას შორის მეორე ტური გაიმართება.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system