თავში

ვის ასახელებს მოსახლეობა პრემიერობის სასურველ კანდიდატად - Edison Research-ის კვლევა

ვის ასახელებს მოსახლეობა პრემიერობის სასურველ კანდიდატად - Edison Research-ის კვლევა
ვის ასახელებს მოსახლეობა პრემიერობის სასურველ კანდიდატად - Edison Research-ის კვლევა

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, მოსახლეობის 26% ამბობს, რომ ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დავით ბაქრაძე უნდა იყოს.

23%-ის აზრით, კანდიდატი გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) უნდა იყოს.

21% ამბობს, რომ კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system