Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა ასე განაწილდა:
კახა კალაძე - 43%;
ნიკა მელია - 30%;
გიორგი გახარია - 12%;
ანა დოლიძე - 6%;
ანა ბიბილაშვილი - 3%;
სხვა - 6%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.