თავში

ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას - პრეზიდენტი არჩევნების გადადებაზე

ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას - პრეზიდენტი არჩევნების გადადებაზე
ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას - პრეზიდენტი არჩევნების გადადებაზე

ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან- გადმოტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვაშია აღნიშნული.

პრეზიდენტის განცხადებით, როგორც 2020 წელს, წელსაც უნდა იყოს შესაძლებელი საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმების დაცვა. თუმცა, როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, საბოლოო გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარება გვიკარნახებს.

„მეკითხებიან არჩევნებზე რას ფიქრობთო. პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან - გადმოტანა, და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული. თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას - იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა.

ვაქცინაციის მაღალი ტემპი არ უნდა შენელდეს, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ შევძლებთ არჩევნებსაც და სკოლების ამოქმედებასაც. ერთიც და მეორეც ჩვენს ხელშია!, -აცხადებს პრეზიდენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system