თავში

პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩთან საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელა

პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩთან საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელა
პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩთან საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.

კარლ ჰარცელმა პრეზიდენტთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა.

"ძალიან სასიამოვნო იყო პრეზიდენტთან მორიგი შეხვედრა, რომელზეც ვიმსჯელეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ განვიხილეთ როგორც პოლიტიკური ასპექტები და ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტი, ასევე საგარეო პოლიტიკის ზოგადი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების განსავითარებლად. საერთო ჯამში, ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system