თავში

"ვითხოვ, სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნონ" - იაგო ხვიჩია

"ვითხოვ, სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნონ" - იაგო ხვიჩია
ვითხოვ, სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნონ - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ითხოვს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვან. 

მისივე თქმით, ეს ქვეყანაში არსებულ დაძაბულობას განმუხტავს.

"მოშიმშილე პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა, ყოველთვის ლეგიტიმურია. აქ რაღაც რომ დაემართოს და ამ ფაქტმა მღელვარება გამოიწვიოს, ამას სჯობს, სააკაშვილი პირდაპირ გაგზავნონ უცხოეთის კლინიკაში. სრულიად სერიოზულად ვითხოვ, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ, კლინიკაში გაუშვან. უკრაინაში გაუშვებენ თუ სადმე სხვაგან, ეს იქნება ამ დაძაბულობის განმუხტვის საშუალება, რაც ქვეყანაში არსებობს და კიდევ იქნება, ამიტომ ხელისუფლებამ ამ გზების ძიება უნდა დაიწყოს, რაც ჩემი აზრით, მათი თამაშისთვისაც არ არის საწინააღმდეგო, პირიქით", - განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 22 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system