თავში

ვითხოვთ მიშას! - რუსთაველზე ახალი წარწერები გამოჩნდა - PHOTO

ვითხოვთ მიშას! - რუსთაველზე ახალი წარწერები გამოჩნდა
ვითხოვთ მიშას! - რუსთაველზე ახალი წარწერები გამოჩნდა - PHOTO

მიშას ვითხოვთ! მიშა, ჩამოდი! - რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, ამ შინაარსის წარწერები და პლაკატები გამოჩნდა. 

ტრაფარეტებს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები აქციის მონაწილეებს ურიგებენ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვისას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის მომხმარებელს, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ასე უპასუხა: „გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ“. 

სააკაშვილი ასევე განაცხადა, რომ ის მიზნის მისაღწევად ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, არ გამორიცხავს ქვეყანაში დაბრუნებას. მისი თქმით, დასახელდება კონკრეტული დრო და აეროპორტი.

“მე მინდა ვუთხრა ყველა ჩემს მომხრეს და ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. რაღაც მომენტში გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, აეროპორტი და უნდა იყოთ მზად" - განაცხადა სააკაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system