თავში

ვიცე-მერი: კორუფციაზე საუბრისას კახა კალაძეს კონკრეტული ფაქტები მხედველობაში არ ჰქონია

ვიცე-მერი: კორუფციაზე საუბრისას კახა კალაძეს კონკრეტული ფაქტები მხედველობაში არ ჰქონია
ვიცე-მერი: კორუფციაზე საუბრისას კახა კალაძეს კონკრეტული ფაქტები მხედველობაში არ ჰქონია

„კორუფციაზე საუბრისას მერს კონკრეტული ფაქტები მხედველობაში არ ჰქონია, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ხმალაძის განმარტებით, დედაქალაქის მერს კონკრეტული ფაქტები მერს მხედველობაში არ ჰქონია და ეს გაფრთხილება მხოლოდ პრევენციას ემსახურებოდა.

„კორუფციაზე საუბრისას მერს კონკრეტული ფაქტები მხედველობაში არ ჰქონია. კორუფციის პრევენციაზე საუბარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა მუნიციპალიტეტში, სადაც ბიუჯეტი თითქმის მილიარდ ნახევარ ლარს აღწევს. გასული წელიც ამ თემით დავიწყეთ და ეს ისეთი თემაა, რაც მუდმივი ყურადღების ქვეშ იქნება. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, იყო გამოვლინებები და ამის მაგალითები ერთხელ და ორჯერ არ გვქონია გასულ წლებში. კონკრეტული ფაქტები ახლა მხედველობაში ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან ამას რეაგირება მოჰყვება არა დროებით, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ეს არის შეხსენებითი გაფრთხილება და მოწოდება. სტატისტიკა ახლა არ მაქვს, მაგრამ მახსოვს, რომ შარშან წლის დასაწყისშივე ჰქონდა კონკრეტულ ფაქტებს ადგილი და რეაგირებაც მოხდა. არ გამოვრიცხავთ, რომ კორუფცია კიდევ შეიძლება მოხდეს, სწორედ ამას ემსახურება მერის მხრიდან ასეთი მოწოდება მერის მოადგილეებზე, გამგებლებზე და საქალაქო სამსახურების უფროსებზე“, - განაცხადა ხმალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა მოადგილეებსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მიმართა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system