თავში

ვიწყებთ ოპოზიციასთან კომუნიკაციას მთავრობის ფორმირებაზე - უდუმაშვილი

ვიწყებთ ოპოზიციასთან კომუნიკაციას მთავრობის ფორმირებაზე - უდუმაშვილი
ვიწყებთ ოპოზიციასთან კომუნიკაციას მთავრობის ფორმირებაზე - უდუმაშვილი

 „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ ოპოზიციურ სპექტრთან აქტიურ კომუნიკაციას იწყებს მთავრობის ფორმირებაზე ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა.,

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ხმების დათვლის პროცესი და იმ საჩივრებზე რეაგირება, რომელიც დაწერილი იყო.

ცესკოს მოვუწოდებთ დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა საჩივარზე. პარალელურად ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციას ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის, მთავრობის ფორმირებაზე, იმ ხელისუფლების ფორმირებაზე, რომელმაც საბოლოოდ, უნდა ჩამოაცილოს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი. ქვეყანა განვითარების გზაზე უნდა გადავიყვანოთ", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system