თავში

,,ვიზიარებთ პარლამენტარიზმის გარდაცვალებას" -,,ლეიბორისტების" აქცია-პერფორმანსი

,,ვიზიარებთ პარლამენტარიზმის გარდაცვალებას" -,,ლეიბორისტების" აქცია-პერფორმანსი
,,ვიზიარებთ პარლამენტარიზმის გარდაცვალებას -,,ლეიბორისტების აქცია-პერფორმანსი

,,ლეიბორისტული პარტიის" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და პარლამენტის შენობასთან, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით, სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით, ახალარჩეული პარლამენტის მუშაობის დაწყება გააპროტესტეს. 

როგორც "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, ისინი ქართული პარლამენტარიზმის გარდაცვალებას გლოვობენ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ თავიანთი ბრძოლით გაზაფხულზე ახალ არჩევნებს მოიპოვებენ და პარლამენტარიზმს გააცოცხლებენ. 

,,სამწუხაროდ, ვიზიარებთ ქართული პარლამენტარიზმის გარდაცვალებას, მართალია, დროებით, მაგრამ მაინც, იმიტომ, რომ დღეს ამ შენობაში შეიკრიბა არა პარლამენტი, არამედ, საბჭოთა, ჩრდილო კორეული პოლიტ ბიურო "ქართული ოცნებისა", რომელიც ექვემდებარება, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის - დიქტატორი ივანიშვილის ნებას.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ბრძოლით გაზაფხულზე მოვიპოვებთ ახალ არჩევნებს და გავაცოცხლებთ პარლამენტს, ახლა სამწუხაროდ გარდაცვლილია", - აცხადებს ჩხარტიშვილი. 

დღეს, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბა. პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

დღესვე, პარლამენტმა მე-10 მოწვევის 150 დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნო, რომელთა შორის არის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system