თავში

ვხედავთ, ოპოზიციურ სპექტრში არის დიდი დაბნეულობა - მამუკა მდინარაძე

ვხედავთ, ოპოზიციურ სპექტრში არის დიდი დაბნეულობა - მამუკა მდინარაძე
ვხედავთ, ოპოზიციურ სპექტრში არის დიდი დაბნეულობა - მამუკა მდინარაძე

ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, დღეს რასაც ვხედავთ ოპოზიციურ სპექტრში, არის დიდი დაბნეულობა, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ქართული იცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, დღეს ოპოზიციურ სპექტრში გაკეთებული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია.

„მართლა, მე პირადად ჯერჯერობით ვერ გავერკვიე, ვინ რა განცხადებას აკეთებს. ისინი აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ მთელი დღის განმავლობაში. თავად ვაშაძის განცხადებები გამორიცხავდა ერთმანეთს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიციამ უნდა გაარკვიოს, გააგრძელებს დესტრუქციას, თუ გახდება კონსტრუქციული. 

„აქ რა ხდება, არ ვიცი, ისინი ალბათ ერთმანეთში გაერკვევიან. გაერკვიონ და თუ მათი მესიჯი ნამდვილად არის კონსტრუქციულობა, ამას ვამბობთ ჩვენ და ამას საუბრობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად, რა თქმა უნდა, კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით პრობლემები არავის უნდა ჰქონდეს. ისინი თუ ვერ არკვევენ რადიკალურ პოზიციას გაჰყვნენ, გააგრძელონ დესტრუქცია თუ კონსტრუქციულები გახდნენ, მოდი, ჯერ ჩამოყალიბდნენ და საპასუხო რეაქციაც იქნება ჩვენი მხრიდან“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ „გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას“. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი "ლელოს" ოფისში მოეწერა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ განცხადება ღიაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც, რომლებსაც შეუძლიათ შეთანხმებას შეუერთდნენ და ხელი მოაწერონ.

დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და განაცხადა, რომ პროცესი სასწრაფოდ უნდა გადაიტანონ მოლაპარაკების მაგიდასთან და ქუჩა, საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი განაცხადეს, რომ მიმართვის შესახებ მედიიდან შეიტყვეს და გრიგოლ ვაშაძეს განცხადება პარტიასთან არ შეუთანხმებია.

ამის შემდეგ ვაშაძემ საკუთარი განცხადების შესახებ დამატებითი განმარტება გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system