თავში

ვხედავთ სიცრუით სავსე კამპანიას, ვითომ ოპოზიციის აქციამ პრობლემები შეუქმნა მოლაპარაკებებს - ბოკერია

ვხედავთ სიცრუით სავსე კამპანიას, ვითომ ოპოზიციის აქციამ პრობლემები შე
ვხედავთ სიცრუით სავსე კამპანიას, ვითომ ოპოზიციის აქციამ პრობლემები შეუქმნა მოლაპარაკებებს - ბოკერია

ცოტა ხანში გახდება ცნობილი, რა ფორმით გაგრძელდება ოპოზიციის აქციები, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, სრულიად არალეგიტიმური და სიცრუით სავსე პოზიციაა, რომ თითქოს ოპოზიციის მშვიდობიანმა აქციებმა მოლაპარაკებებს პრობლემები შეუქმნა. 

"ვხედავთ სრულიად საფუძველს მოკლებულ, ტრადიციულად სიცრუით სავსე კამპანიას, როგორც მთავრობისგან, ისე მთავრობასთან დაახლოებული სპიკერებისგან, ვითომ ოპოზიციის მშვიდობიანმა და ლეგიტიმურმა აქცია შეუქმნა პრობლემები მოლაპარაკებებს. ეს არის სრულიად არალეგიტიმური და სიცრუით სავსე პოზიცია, სწორედ ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ მივიღეთ გადაწყეტილება, რომ აქციის ფორმას შევცვლით. ივანიშვილის გარემოცვას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სრულიად უსაფუძვლო საბაბიც კი უნდა მოვუსპოთ," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system