თავში

ვმუშაობთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მომზადებული შევხვდეთ - მდინარაძე

ვმუშაობთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მომზადებული შევხვდეთ - მდინარაძე
ვმუშაობთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მომზადებული შევხვდეთ - მდინარაძე

მიმდინარე კვირაში პარლამენტი შეიკრიბება რიგგარეშე სესიის ფარგლებში, სადაც ვაქცინაციის ეროვნული გეგმა და რეგლამენტში შესატანი ცვლილებები განიხილება, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პარლამენტი ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას სრულად უჭერს მხარს.

"მიმდინარე კვირაში, პარლამენტი შეიკრიბება რიგგარეშე სესიის ფარგლებში, სადაც განიხილება შემდეგი ძირითადი საკითხები: საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც შემუშავდა და განხორციელდება მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, პარლამენტში დაჩქარებული წესით დაინიცირდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისათვის ან მკურნალობისათვის შესაძლებელი იქნება, შემოტანილ იქნას მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა. ამასთან, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო კანონის დადგენილი წესით უზრუნველყოფს, მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენები გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის თუ სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით. "ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და შესაბამის მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს, რათა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროული შემოტანის შედეგად, ლოჯისტიკური და მათ შორის, საკანონმდებლო კუთხით მომზადებული შევხვდეთ", - განაცხადა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system