თავში

გოცირიძე: ხელისუფლება უკრაინასთან მავნებლურ პოლიტიკას ეწევა

გოცირიძე: ხელისუფლება უკრაინასთან მავნებლურ პოლიტიკას ეწევა
გოცირიძე: ხელისუფლება უკრაინასთან მავნებლურ პოლიტიკას ეწევა

საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებაში მავნებლურ პოლიტიკას ეწევა, რითაც საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს აზიანებს,- ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე, უკრაინაში საქართველოს ელჩის, საგარეო უწყებაში კონსულტაციებისთვის გამოძახებას.

,,ეს არის რუსეთისთვის მაამებლური ქმედება. ეს პირდაპირ რუსეთის ინტერესებზე ასხამს წყალს. უკრაინასთან რაიმე ფორმის უთანხმოება, კონფლიქტი, ქვეყანასთან, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს ხელისუფლება ეწევა მავნებლურ პოლიტიკას, რითაც აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ეს პროცესი. დაინახეს, რომ ვერაფერს დააკლებენ მიხეილ სააკაშვილს, ქილიკის ობიექტი ხდებიან, ვინაიდან, ყოველი მათი ფაფხური მთავრდება მორიგი შეურაცხყოფით. დანიშნეს მიხეილ სააკაშვილი? დანიშნეს? შეიძლება კიდევ უფრო მაღალ თანამდებობაზე დანიშნონ და იქნიონ ახლა ხელები ჩხუბის მერე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციების ფარგლებში  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system