თავში

ვოლსკი: ადამიანის ჩამორჩენილობა არ უნდა შევაფასოთ მისი დღევანდელი პოზიციით

ვოლსკი: ადამიანის ჩამორჩენილობა არ უნდა შევაფასოთ მისი დღევანდელი პოზიციით
ვოლსკი: ადამიანის ჩამორჩენილობა არ უნდა შევაფასოთ მისი დღევანდელი პოზიციით

"არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწფოს, მისი ფასეულობების ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბრება",- ასე გამოეხმაურა დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი "ვროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებას.

ბოკერია ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და გია ვოლსკის კანდიდატურები იქნება ერთგვარი დაპირისპირება საბჭოთა და თავისუფალ საქართველოს შორის.

ვოლსკის თქმით, სპეკულაცია იმის თაობაზე, ვინ რამდენი წლის არის და რომელი თაობის პლიადას ეკუთვნის, უადგილოა.

"მართლაც, საბჭოთა პერიოდში ვარ დაბადებული, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. იმ სტრუქტურებში, სადაც ვმუშაობდი, ბევრი ადამიანი ორი ნიშნით გამორჩეოდა ისევე, როგორც ახლა, სახელმწიფოსა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებით.

არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწფოს, მისი ფასეულობების ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბრება. მაშინ, როცა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პირველ საელჩოებს ვხსნიდით, სწორედ ამ თაობისთვის ვამზადებდით პლატფორმას და გზას უკეთესი განათლებისთვის. ეს თემა კვლავ დღის წესრიგშია. არ მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ამ ასსპარეზზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე "ქართულ ოცნებას". აქედან გამომდინარე, ადამიანის ჩამორჩენილობა არ უნდა შევაფასოთ მისი დღევანდელი პოზიციით.

სპეკულაცია იმის თაობაზე, ვინ რამდენი წლის არის, რომელი თაობის პლიადას ეკუთვნის, უადგილოა და გამოხატავს თუნდაც გიგა ბოკერიას დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ. ამ პოლიტიკურ გუნდს რაიმე სიკეთე არც ახალგაზრდებისთვის გაუკეთებია და არც ძველი საზოგადოებისთვის მიუხედავს, როცა უამრავ ადამიანს უჭირდა და სიკვდილის პირას იყო. რაც შეეხება ახალგაზრდებში პრობლემებს, სწორედ მისი ხელისუფლების პირობებში შეიქმნა პრობლემები და უმძიმესი შთამომავლობა მივიღეთ – არაერთი გაყიდული სახლი და არაერთი ადამიანი, რომელმაც თავის კისერზე გამოსცადა, თუ რა არის სადისტური მმართველობა. ახალგაზრდული თემით სპეკულაცია არასწორია და არის ზნედაცემულობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანი," - განაცხადა ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system