თავში

ვოლსკი: ერთი პედოფილიას უჭერს მხარს, მეორეს მმართველობისას აუპატიურებდნენ

ვოლსკი: ერთი პედოფილიას უჭერს მხარს, მეორეს მმართველობისას აუპატიურებდნენ
ვოლსკი: ერთი პედოფილიას უჭერს მხარს, მეორეს მმართველობისას აუპატიურებდნენ

ერთი პედოფილიას უჭერს მხარს, მეორეს მმართველობისას აუპატიურებდნენ, ჩვენ რომ გავიწიოთ, რას უზამენ ქვეყანას, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიციაში ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმეები შეიკრიბნენ.

,,ერთი პედოფილიას უჭერს მხარს და ფული პროსტიტუციით იშოვეთო. მტრის წინაშე შარვალჩახდილები დგანან. აიღეთ შალვა ნათელაშვილი... ასევე, როგორ შეიძლება ადამიანების ჯგუფმა ,,ევროპული საქართველო" დაირქვას, რომელთა მმართველობის პირობებში ყავარჯნიანი კაცი მეორე კაცს აუპატიურებდა, რომ ჩვენება მიეღო. თუ ამას ევროპული სტანდარტი ჰქვია, მაშინ შემისწორეთ! ეს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთს აგინებდნენ, ახლა ერთად შეიკრიბნენ. აიღეთ ნინო ბურჯანაძის თემაც... ან დანარჩენი 25 პარტია ხომ პარტიაც არ არის - შეიკრიბნენ ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმეები და უნდათ ისე გავაკეთოთ, როგორი სურვილიც აქვთ. ,,ლელომ“ იმდენი მიიღო, რაც ჰქონდა. ბანკირების ადგილი პოლიტიკაში არ არის - იმ ბანკირების, ვისაც ხალხთან აქვთ საქმე. ამბობენ, ბიძინაც ხომ ბანკირია - ,,ქართუ ბანკი“ იპოთეკურ სესხებს არ გასცემს, მთლიანად დახმარებებსა და უშველებელი პროექტების კეთებაზეა გადასული, რომელიც ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ ,,პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system