თავში

ვოლსკი: დათმობები საზოგადოების ხარჯზე ვერ გაკეთდება

ვოლსკი: დათმობები საზოგადოების ხარჯზე ვერ გაკეთდება
ვოლსკი: დათმობები საზოგადოების ხარჯზე ვერ გაკეთდება

დათმობები საზოგადოების ხარჯზე ვერ გაკეთდება,საზოგადოება რასაც წყვეტს, ის უნდა აღსრულდეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციას  ჯაჯგურის ფონის შექმნა უნდა, რაც ქვეყანას არ სჭირდება. 

,,ქვეყანა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისგან არ შედგება. აქ არის ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციაზეა და ჩვენ, ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ვფიქრობთ, რომ უმრავლესობამ არჩევანი გააკეთა. ამ უმრავლესობის პოზიციის ღალატი და საკითხების ზედაპირულად გადაწყვეტა არასწორი იქნება. მმართველი გუნდი ამომრჩევლის ერთგული რჩება. ოპოზიციას უნდა ჯაჯგურის ფონი შექმნას, ეს ის არ არის, რაც ქვეყანას სჭირდება. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს. დათმობები საზოგადოების ხარჯზე ვერ გაკეთდება, ამას ვინ ეკითხება პარტიულ ორგანიზაციას, რაც არ უნდა მძლავრი იყოს და ხელისუფლების სადავეებს ფლობდეს? საზოგადოება რასაც წყვეტს, ის უნდა აღსრულდეს", – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system