თავში

ვოლსკი ევროსაბჭოს მინისტერიალზე: ქართული კანონები არ უნდა დაირღვეს

ვოლსკი ევროსაბჭოს მინისტერიალზე: ქართული კანონები არ უნდა დაირღვეს
ვოლსკი ევროსაბჭოს მინისტერიალზე: ქართული კანონები არ უნდა დაირღვეს

ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი კანონების წინაშე ვიყოთ პირნათელი,- ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარების საკითხს.

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, რომელიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი. არ შეიძლება, რომ გარკვეულ აჟიოტაჟს აყვეს სახელმწიფო, რომელიც ესოდენ დიდ ფორუმს თავმჯდომარეობს. რასაკვირველია, ქართული კანონები არ უნდა დაირღვეს უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ამის ალტერნატივა თბილისიდან სხვაგან გადატანა არ არის, თუკი ამის აუცილებლობა არ არის. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი კანონების წინაშე ვიყოთ პირნათელი, ვინაიდან ეს ჩვენი ინტერესებია და მეორე, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ ვიყოთ ასევე პირნათელი და ჩვენი ავტორიტეტი კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ როგორც უშველებელი საერთაშორისო ფორუმის ხელმძღვანელმა ქვეყანამ",- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გაიმართება თუ არა თბილისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც მაისშია დაგეგმილი, დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system