თავში

ვოლსკი: კრიმინალს არ ვურჩევ გააქტიურებას

ვოლსკი: კრიმინალს არ ვურჩევ გააქტიურებას
ვოლსკი: კრიმინალს არ ვურჩევ გააქტიურებას

კრიმინალს არ ვურჩევდი, გააქტიურდეს, რადგან ამაზე ძალიან მკაცრი იქნება სასჯელიც და რეაგირებაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. 

აღნიშნულით ის, კრიმინალის წახალისების თაობაზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

„რასაკვირველია, ეს დიდ დივიდენს იმ პოლიტიკურ პარტიას მოუტანდა, ვინც კითხვას სვამს – რამდენად სწორად იმოქმედა პოლიციამ. პოლიციამ სწორად იმოქმედა, ვახტანგ გომელაურმა და ის მოწოდების სიმაღლეზე იყო. კრიმინალს არ ვურჩევდი, გააქტიურდეს, რადგან ძალიან მკაცრი იქნება სასჯელიც და რეაგირებაც. თქვენთვის ეფექტური ოპერაცია ის არის, როცა ადამიანი დაიღუპება, მხიარულება და ჟივილ-ხივილი ატყდებოდა გარკვეულ მედია საშუალებებში. ეს არ მოხდა და რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიმართ კითხვები აგრესიული იქნება. თქვენს დროს ბანდიტიზმი იყო გაჯეჯილებული, ჩვენს დროს ასე არ არის. წინა მმართველობისას ბანდიზმი თავად ხელისუფლებამ ჩაანაცვლა, ყაჩაღობის ფაქტები რამდენიც გინდა, იმდენი იყო. 2005 წლიდან 2012 წლამდე სამჯერ მეტი, ვიდრე 2013 წლიდან 2019 წლამდე. ეს არის ფაქტი და ამ სტატისტიკას ვერსად წაუხვალთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system