თავში

ვოლსკი ოპოზიციაზე: მათი მისწრაფებაა დესტრუქციული პროცესები განვითარდეს

ვოლსკი ოპოზიციაზე: მათი მისწრაფებაა დესტრუქციული პროცესები განვითარდეს
ვოლსკი ოპოზიციაზე: მათი მისწრაფებაა დესტრუქციული პროცესები განვითარდეს

ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი.

გია ვოლსკის თქმით, მათი გამაერთიანებელი ნიშანი ამბიციები და პროცესების დესტრუქციული განვითარების სურვილია.

დეპუტატის განცხადებით, ცალსახაა, რომ კინკლაობა საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობას და საზოგადოება თავის დასკვნებს გააკეთებს, მაგრამ ამის უკან დევს სერიოზული პრობლემა, რომელიც აქვს ოპოზიციურ გაერთიანებას ეს არის ამბიციები.

"რაც მათ აერთიანებს, ეს არის მისწრაფება, როგორმე მეტი სტრესი იყოს საზოგადოებაში, დესტრუქციული პროცესები განვითარდეს და ამასთანავე, რაც ამსგავსებთ მათ ერთმანეთთან არის, ამბიციების დიდი რაოდენობა, ბაქი-ბუქი, რამაც ასევე საკმაოდ არაჯანსაღი სიტუაცია შექმნა პოლიტიკურ ველზე. ეს არის პრობლემა. თორე, ის, რომ ერთი პარტია ლანძღავს მეორეს, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, დიდი ხანია გრძელდება. ხან ერთად არიან, ხან ერთმანეთს ლანძღავენ,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system