თავში

ვოლსკი: ოპოზიციისთვის ერთადერთი გზა რევოლუციური სცენარია

ვოლსკი: ოპოზიციისთვის ერთადერთი გზა რევოლუციური სცენარია
ვოლსკი: ოპოზიციისთვის ერთადერთი გზა რევოლუციური სცენარია

შექმნილ ვითარებაში, როცა კორონავირუსისგან გამოწვეული საფრთხის ასარიდებლად არ არსებობს გზა, გარდა საგანგებო ზომებისა, ამავე დროს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გამო, საგანგებო მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, დარჩენილი იყო მესამე გზა – საერთოდ მიეშვათ პროცესი უკონტროლოდ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, ამ შემთხვევაში არ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც თავის თავზე აიღებდა პასუხისმგებლობას.

დეპუტატი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებებს მიზანშეწონილად მიიჩნევს.

"კონსტიტუციურობის ნაწილში, ალბათ, იურისტები წარმოადგენენ თავის პოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ როცა შექმნილია ასეთი ვითარება სახელმწიფოში, როცა ერთი მხრივ არ გაქვს შესაძლებლობა, რომ თუ არა რაღაც საგანგებო ზომებით, არ არსებობს ბუნებაში სხვა შესაძლებლობა, რომ ამ მომაკვდინებელ საფრთხეს დაუპირისპირდე, მეორე მხრივ, საგანგებო ვითარებასაც ვერ გააგრძელებ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, რასაკვირველია, არსებობს მესამე გზა – საერთოდ მიუშვა პროცესი უკონტროლოდ, მაგრამ არ ჩანს ვინმე, ერთი მაინც, რომელიც თავის თავზე აიღებდა პასუხისმგებლობას ასეთ შემთხვევაში.

მაგრამ მეორე მხრივ გაუგებარია ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების პოზიცია, მაშ რა სურთ? რა წინადადებას იძლევიან? როგორ უნდა განავითაროს ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკა ამ ვითარებაში? ამის პასუხი არის მხოლოდ ერთადერთი, რომელიც არ ისმის, მაგრამ შეიძლება ვიგულისხმოთ – არჩევნები ოპონენტების, ჩვენი ოპოზიციის გარკვეული, მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესებში არ შედის. ასე რომ, დესტრუქციული და რევოლუციური სცენარი არის მათთვის ერთადერთი მისაღები გზა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტმა 22 მაისს მესამე მოსმენით ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system