თავში

ვოლსკი: სააკაშვილის განცხადებებით 20 ივნისის მოვლენებთან მისი უშუალო კავშირი დასტურდება

ვოლსკი: სააკაშვილის განცხადებებით 20 ივნისის მოვლენებთან მისი უშუალო კავშირი დასტურდება
ვოლსკი: სააკაშვილის განცხადებებით 20 ივნისის მოვლენებთან მისი უშუალო კავშირი დასტურდება

მიხეილ სააკაშვლი და მის გარშემო შეკრებილი ყოფილი და ამჟამინდელი ფრაგმენტები, უტიფრად უვლიან გვერდს ევროინტეგრაციის გზაზე თვალსაჩინო მიღწევებს - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. 

ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან ქართულ საზოგადოებას არაერთხელ უნახავს ვითარების დაძაბვისა და ექსკალაციის მცდელობა. ვოლსკის მტკიცებით, სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მის უშუალო კავშირს ადასტურებს 20 ივნისის მოვლენებთან. 

“როგორც მოგეხსენებათ გასული წლის 20 ივნისთან დაკავშირებით დაწყებული იქნება გამოძიება. სისიხლის სამართლის კოდექსის 225 და 315 მუხლებით, რაც გულისხმობს , მასობრივი ძალადობისაკენ მოწოდებას . ერთ-ერთი ტელევიზის ეთერით საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც სისიხლის სამართლის პასუხისგებაშიაც მიცემულია და სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი, ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას. მედიისა და თავისუფალი სიტყვის მიმტაცებელი ადამიანი, საუბრობს იმ ტელევიზიაზე, რომელიც უმოკლეს დროში  დაარეგისტრირეს და ეთერში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშ იქნა გაშვებული. მიხეილ სააკაშვლი და მის გარშემო შეკრებილი ყოფილი და ამჟამინდელი ფრაგმენტები, უტიფრად უვლიან გვერდს ევროინტეგრაციის გზაზე თვალსაჩინო მიღწევებს. გუშინდელი განცხადებებიდან საგულისხმოა, აგრეთვე, მისი შეფასებები ევროპასთან მიმოსვლისა და მედიის თავისუფლების საკთხებზე, მან ადრეც ისაუბრა, რომ ევროპას არ სჭირდება ზედმეტად განვითარებული საქართველო. სააკაშვილს სტრანსბურგის სასამაერთლოს გადაწყვეტილების გახსენებაც არ სურს. "რუსთავი 2-ს" საქმესთან დაკავშირებით არც იმ ფაქტს იხსნებე, რომ მათი სააპელაციო საჩივარი იგივე სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. ქართულ საზოგადოებას არაერთხელ მოუსმენია საქართველოში ვითარების დაძავისა და ესკალაციის შესახებ მისი გამოსვლები. გუშინდელი მისი განცხადება ნათელს ხდისს ფაქტს,  თუ რატომ გაუჩნდა გამოძიებას კითხვები 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, ცალსახაა და თავადაც ადასტურებს მის პირდაპირ უშუალო კავშირს 20 ივნისის მოვლენებთან.  

"ჩვენი ხელისუფლების პოზიცია იქნება სტაბილური და აღიკვეთება ყოველი ესკალაციისა და გადატრიალების მცდელობა ჩვენს ქვეყანაში” - აცხადებს გია ვოლსკი. 

გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც - ,,2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა". 

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 20 ივნისის მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო შეისწავლის.

"აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system