თავში

ვოლსკი: სამოქალაქო დაპირისპირებას ესწრაფვიან

ვოლსკი: სამოქალაქო დაპირისპირებას ესწრაფვიან
ვოლსკი: სამოქალაქო დაპირისპირებას ესწრაფვიან

"ქართული ოცნების" დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნები პანდემიის მიერ შექმნილი ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ინსტიტუტები აღიარებენ, რომ არჩევნები  სამართლიანად წარიმართა.

ვოლსკის თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტების აღიარებამ კიდევ უფრო გაამძაფრა დესტრუქციული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აგრესია. 

"ვითარებას უკიდურესად ართულებს პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური ზარალი. ასეთ პირობებში ჩატარდა არჩევნები, რომელიც ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ინსტიტუტმა სამართლიანად აღიარა და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია. დესტაბილიზაცია კვლავ მათი მთავარი ამოცანაა, ისინი სამოქალაქო დაპირისპირებას ესწრაფვიან, მაშინ როდესაც ჩვენი პრინციპი ყველა მოქალაქის უფლებების დაცვაა მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა", - წერს სოციალურ ქსელში გია ვოლსკო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system