თავში

ვოლსკი: სპეკულაციაა ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ ოპოზიციისაგან

ვოლსკი: სპეკულაციაა ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ ოპოზიციისაგან
ვოლსკი: სპეკულაციაა ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ ოპოზიციისაგან

"კარასინის განცხადება თითქოსდა შეთანხმებული ქმედებასავით წარმოჩინდა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. 

მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ რუსული მხარის განცხადებები საქართველოს ოპოზიციურ სპექტრთან "შეთამაშებულია". 

"სპეკულაციაა ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ ოპოზიციისაგან. ლოგიკურადაც რომ დავუფიქრდეთ, რაში უნდა აწყობდეს ქართულ მხარეს საუბარი და საკუთარი თავის დადანაშაულება, ისედაც რთულ ვითარებაში? რაც შეეხება რუსეთს, მათ აწყობს ასეთი განცხადება, რომ თითქოს იქ საუბარი იყო ქართველ ნაციონალისტებზე, რომლებიც არ არსებობენ. 20 ივნისის მოვლენები ჩვენ არაერთხელ და ძალიან სიღრმისეულად განვმარტეთ, რაც იყო და რასაც აპირებდა აგრესიული ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი. კარასინთან გასარჩევი თემა ეს ისედაც არ არის. კარასინს აქვს ინტერესი პირველი იმის, რომ თავის ქვეყანაში დუმას და დუმის დეპუტატებს მოახსენოს, რომ ამ თემას ჯერ კიდევ არ ტოვებს უყურადღებოდ და ეს თემა დღის წესრიგში გააჩნია. მეორე- როგორც ატყობთ, კარასინს აქვს ინტერესი, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისათვის პირობები შექმნას, რომ ეს სტრესი, დისბალანსი და დაძაბულობა მუდმივად შეინარჩნოს ქართულ პოლიტიკლურ ველზე და ამ შემთხვევას ის არც ამ მოლაპრაკების შემდეგ არ გაუშვებდა ხელიდან. კარასინის განცხადება თითქოსდა შეთანხმებული ქმედებასავით წარმოჩინდა და იმ წუთში, მათ სასარგებლოდ იყო იმ პოლიტიკური ძალების აღზევება", - განაცხადა ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system