თავში

ვოლსკი: ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია

ვოლსკი: ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია
ვოლსკი: ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია

"მე ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია, ეს შეიძლება ირონიული განცხადებაა, თუმცა სიძულვილის ენა არ იგრძნობა "- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. 

დეპუტატის შეფასებით, ეს შეიძლება ირონიული განცხადებაა, თუმცა სიძულვილის ენა არ იგრძნობა.

"ირაკლი კობახიძემ აგრესიული ხარი შეადარა საკმაოდ წყნარ ცხოველს. მე ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია. მე ვფიქრობ, რომ ხარი და წითელი ფარდაგი უფრო აგრესიული და ცუდი შედარებაა. ეს არ არის სიძულვილის ენა. შეიძლება რაღაც ირონიულია, შეიძლება ვინმემ დამამცირებლადაც მიიჩნიოს, მაგრამ აქ სიძულვილი ნამდვილად არ იგრძნობა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის სათავეში ყოფნის შესაძლებლობა ირაკლი კობახიძესთვის ისეა, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ.

ამის შემდეგ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას ჰგავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system