თავში

ვოლსკი: ვირუსმა ვერ შექმნა ის ქაოსი, რასაც ჩვენი ოპონენტები მოელოდნენ

ვოლსკი: ვირუსმა ვერ შექმნა ის ქაოსი, რასაც ჩვენი ოპონენტები მოელოდნენ
ვოლსკი: ვირუსმა ვერ შექმნა ის ქაოსი, რასაც ჩვენი ოპონენტები მოელოდნენ

გუშინ სრული ლუსტრაცია მოხდა იმისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ურთულეს პერიოდში ხდება,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებთან, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. 

გია ვოლსკის თქმით, მთავრობის მეთაურის პარლამენტში გამოსვლისას გამოიკვეთა, რომ არ არსებობს დარგი და მიმართულება, რომელიც არაკომპეტენტურად იმართება.

"მთავარი თემა იყო, რატომ არ რიგდება 1000-1000 ლარი ყველა ადამიანზე. პასუხი კი არის ის, რომ მომავალი კვირიდან უკვე 400 000 - მდე იდენტიფიცირებული ადამიანის დაფინანსება დაიწყება ინტენსიურად. ფაქტია, გამოიკვეთა ის, რომ არ არსებობს დარგი და მიმართულება, სადაც კომპეტენტური მმართველობა არ არის და გაქრა მითები, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით გუნდი დაბნეულია, ან არაფორმალურად იმართება და ა.შ. რასაკვირველია, გაბრაზებული ოპოზიცია ახლა ილაპარაკებს კორუფციაზე, რაღაც შეუსრულებელ დაპირებებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე.

პრემიერმა ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. ოპოზიცია რომ კმაყოფილი ვერ იქნება, ეს ფაქტია. ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ მათმა სტრატეგიამ ექიმებისადმი, რომელთაც გუშინ ლანძღავდნენ და მიწასთან ასწორებდნენ, არ გაამართლა და გადაწყვიტეს, რომ ახლა საჭიროა მათი ქება. ეკლესიაზეც იყო ძალიან მძლავრი შეტევა და აქაც თავიანთი გეგმები მნიშვნელოვნად აერიათ. რაც მთავარია, ვირუსმა ვერ შექმნა ის ქაოსი და დესტრუქცია, რასაც ჩვენი ოპონენტები მოელოდნენ. სწორედ ამ სურათის შეცვლას ეცდებიან ინტერპელაციის წესით პრემიერთან საუბრის პერიოდში,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system