თავში

ვოლსკის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან არაადეკვატური განცხადებები ისმის

ვოლსკის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან არაადეკვატური განცხადებები ისმის
ვოლსკის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან არაადეკვატური განცხადებები ისმის

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შესაძლო პროვოკაციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიის ოფისიდან არაადეკვატური განცხადებები ისმის.

რაღაც განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში მოვისმინე იმ შენობიდან, არაადეკვატური მგონია, არამარტო თავისი აგრესიულობით, წარსულის ან მომავლის შეფასებებით, არამედ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ. არავინ არაფერს არ დაგეგმავს და გააკეთებს, ისეთს, რაც არ შეესაბამება კანონს“,-აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება პარტიის ცენტრალურ ოფისში პროვოკაციას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system