თავში

ვრჩები პარტიის ლიდერად, მაგ ადამიანებთან არ ვაპირებ საქმის კეთებას - ჯაფარიძე

ვრჩები პარტიის ლიდერად, მაგ ადამიანებთან არ ვაპირებ საქმის კეთებას
ვრჩები პარტიის ლიდერად, მაგ ადამიანებთან არ ვაპირებ საქმის კეთებას - ჯაფარიძე

"გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარტიაში განხეთქილების შესახებ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

ჯაფარიძის თქმით, პარტია არ არის არც თვითონ და არც ისინი, ვისთანაც განხეთქილება აქვს, ხოლო ვინ იქნება ლიდერი ამას თავად "გირჩელები" გადაწყვეტენ.

მისივე თქმით, პარტიიდან წასვლას არ აპირებს.

"რაც დავწერე სტატუსში, ეგ არის რისი თქმაც შემიძლია. ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. არ ვაპირებ არაფრის გარეთ გამოტანას. პარლამენტში შესვლა არ შესვლაზე საერთოდ საკითხი არ არის. პარტია არ ვარ მე და არ არიან არც ეს ადამიანები, ვინ იქნება "გირჩი" მაგას გადაწყვეტენ "გირჩელები" და ის ადამიანები, ვინც საკუთარი ცხოვრების წლები და ფული აქვს ჩადებული "გირჩში". ვრჩები პარტიის ლიდერად. ჩვენი გზები გაიყო ნიშნავს ,რომ მაგ ადამიანებთან ერთად არ ვაპირებ საქმის კეთებას. მე მქონდა პირობები რა პირობებში უნდა გაგვეგრძელებინა თანამშრომლობა, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მათთვის მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან ურთიერთობა",- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, "გირჩის" facebook ჯგუფში, დღეს ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, რომ მისი, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის გზები გაიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system