თავში

"ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს" - ნიკა მელია

"ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს" - ნიკა მელია
ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს - ნიკა მელია

"ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს" - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია წერს და იქვე აანონსებს, რომ ხვალ ის მის გუნდსა და პროგრამას წარადგენს. 

"კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული გუნდი თბილისის სწრაფი განვითარებისმნიშვნელოვანი ეტაპი გახდება ამის შესახებ ხვალ დეტალურად ვისაუბრებთ. იქნება ეს 100 ლარიანი დანამატი პენსიაზე, თუუფასო კვების პროგრამა თბილისის საშუალო სკოლებისთვის, ქალაქის ეკონომიკურიგანვითარება ან ინფრასტრუქტურა. ყველაფერი რაც გაცხადდა და ბევრად მეტი დეტალურადხვალ. ამის პასუხად, თბილისის მოქმედი მერი, თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბოლომდე გადაეშვა ზიზღის კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროა. ვქთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმებისდა მათი პრობლემების გადაჭრის გზები! ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში - არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში - პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზემეტია!", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system