თავში

ვაშაძე: ბატონო გახარია, თქვენ დებატების გეშინიათ

ვაშაძე: ბატონო გახარია, თქვენ დებატების გეშინიათ
ვაშაძე: ბატონო გახარია, თქვენ დებატების გეშინიათ

,,ბატონო გახარია, ამერიკის პრეზიდენტს სცალია დებატებისთვის და თქვენ ასეთი მოუცლელი რა გჭირთ?", - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი გახარიას განცხადებას პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით. 

პოლიტიკოსის თქმით, პრემიერს მასთან დებატების ეშინია. 

,,თურმე ვერ იცლით დებატებისთვის. რეალობა ხომ ვიცით, რომ გეშინიათ თქვენ დებატების. გელოდებით 15 ოქტომბერს დებატებში, თუ არ გეშინიათ მობრძანდით,"- მიმართავს ვაშაძე გახარიას. 

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ და მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა შესთავაზეს. პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დებატების შესახებ გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს, თუმცა, აღნიშნა, რომ დებატებში მონაწილეობისთვის, პირადად მას, დრო არ აქვს.

„საერთოდ, პოლიტიკური დებატები, მათ შორის პარტიული დებატები საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს დებატები უნდა იყოს საქმიანი, შინაარსობრივი და რაც მთავარია, სიმართლეზე დაფუძნებული. აქ საუბარია პარტიულ დებატებზე, ხშირ შემთხვევაში ამისთვის, სამწუხაროდ, მე დრო არ მაქვს ფიზიკურად, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დებატები შედგება. ეს არის პარტიის გადასაწყვეტი. პარტიული დებატები იქნება, მე არავისგან არასდროს გავქცეულვარ არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას, მითუმეტეს ამ ბატონებისგან“, – განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system