თავში

,,ვტოვებ საბჭოში თანამდებობას" - გიორგი მიქაუტაძე

,,ვტოვებ საბჭოში თანამდებობას" - გიორგი მიქაუტაძე
,,ვტოვებ საბჭოში თანამდებობას - გიორგი მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, კანონის შესაბამისად, დავტოვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა. საბჭოში მუშაობას თან ახლდა ბევრი გამოწვევა და სიახლე. ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი წვლილი შემეტანა სასამართლოს განვითარებაში. ჩემი საქმიანობის შეფასება თქვენთვის მომინდია, მზად ვარ კრიტიკული მოსაზრებების მოსასმენად, რაც დარწმუნებული ვარ იქნება, თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულმა პროცესებმა და ჩვენ მიერ მხარდაჭერილმა თითოეულმა გადაწყვეტილებამ სასამართლოს კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოუტანა.

ვტოვებ საბჭოში თანამდებობას, თუმცა ვაგრძელებ მოსამართლედ და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ მუშაობას. მე ვრჩები თითოეული მოსამართლის გვერდით.

მადლობას ვუხდი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, პლენუმს მხარდაჭერისთვის. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, აპარატს თანამშრომლობისთვის და წარმატებას ვუსურვებ მათ. მადლობა ობიექტურ დამკვირვებლებს, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, რომლებიც თითქმის ყველა სხდომას აშუქებენ და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან", - წერს მიქაუტაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system