თავში

ვუერთდებით და ხელს ვაწერთ 4 პარტიის განცხადებას - ზაალ უდუმაშვილი

ვუერთდებით და ხელს ვაწერთ 4 პარტიის განცხადებას - ზაალ უდუმაშვილი
ვუერთდებით და ხელს ვაწერთ 4 პარტიის განცხადებას - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" ოთხი ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას უერთდება - ამის შესახებ "ლელოს" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ოპოზიცია საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.

"ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით და გავდივართ იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს განსახორციელებელი უახლოეს მომავალში, ეს შეეხება იმ აქციებს, რომელიც გუშინ უკვე დაანონსდა და გავიარეთ ამ აქციების საორგანიზაციო საკითხები. გარდა დიდი აქციებისა, განვიხილეთ შუალედებში სხვადასხვა პროტესტის ფორმები. მოთხოვნები უცვლელია, ყველა პარტია არის ერთიანი. ამასთან "ნაციონალური მოძრაობა" უერთდება 4 ოპოზიციური პარტიის განცხადებას პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით და ხელს აწერს ამ დოკუმენტს",-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ „გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას“. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი "ლელოს" ოფისში მოეწერა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ განცხადება ღიაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც, რომლებსაც შეუძლიათ შეთანხმებას შეუერთდნენ და ხელი მოაწერონ. 

დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და განაცხადა, რომ პროცესი სასწრაფოდ უნდა გადაიტანონ მოლაპარაკების მაგიდასთან და ქუჩა, საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი განაცხადეს, რომ მიმართვის შესახებ მედიიდან შეიტყვეს და გრიგოლ ვაშაძეს განცხადება პარტიასთან არ შეუთანხმებია.

ამის შემდეგ ვაშაძემ საკუთარი განცხადების შესახებ დამატებითი განმარტება გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system